იუსტიციის სამინისტროს შენობიდან ქალი გადმოვარდა

2024-08-28 12:07:12

თბილისში, იუსტიციის სამინისტროს ეზოში ახალგაზრდა ქალი გუშინ გარდაცვლილი ნახეს.

თვითმხილველები ამბობენ, რომ 28 წლის გოგო შენობის მე-6 სართულიდან გადმოვარდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.