ძმამ ძმა დაჭრა

2024-08-27 10:58:13

სოფელ ჭალადიდში ძმამ ძმა დაჭრა.

როგორც ირკვევა, ოჯახში შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც 56 წლის კაცმა ძმას ჭრილობები თავისა და სახის არეში მიაყენა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია.

დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.