ფიზიკური დაპირისპირება "ევოლუშენ ჯორჯიას" ოფისთან - ცოტა ხნის წინ ადგილზე ვითარება დაძაბული იყო. დაპირისპირების ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
არსებული ინფორმაციით, დღეს გაფიცული თანამშრომლები საპროტესტო ჯაჭვის გაკეთებას გეგმავდნენ და მათ ამაში ხელი იმ თანამშრომლებმა შეუშალეს, რომლებიც პროტესტს არ უერთდებიან და მუშაობას აგრძელებენ.
"ევოლუშენის" თანამშრომლების ნაწილი უკვე თვეზე მეტია გაფიცულია. ისინი ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვენ და პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. რამდენიმე ადამიანი შიმშილობს.