რამდენიმე მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან

2024-08-24 14:29:45

ზუგდიდში ძლიერმა წვიმამ და ქარმა რამდენიმე ადგილზე საუკუნოვანი ხეები წააქცია.

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ეზოში 2 ხე წაიქცა და მახლობლად მდგარი ავტომობილები დააზიანა. დამტვრეულია 5 ავტომობილი. სტიქიის დროს ავტომობილები ცარიელი იყო და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე ადგილზე დასუფთავების სამსახური მუშაობს.

წაქცეულმა ხემ დააზიანა სამედიცინო ცენტრ "კურაციოს" შენობის ფასადი და ფანჯრები.

ადგილობრივების თქმით, ქუჩებში სანიაღვრე არხები დიდი ხანია მოუწესრიგებელი და გაჭედილია და ამის გამო წყალი ეზოებსა და კომერციულ ფართებში შევიდა.

 

ფოტო: მთავარი არხი