სამტრედიის მუნიციპალიტეტში მეზობელმა მეზობელი მოკლა.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა ქალს სასიკვდილო ჭრილობა დანით მიაყენა, რის შედაგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დადგენილია სავარაუდო დამნაშავე და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.