რუსთავში რამდენიმე მისამართზე წყლის მიწოდება იზღუდება.
ამის შესახებ ინფორმაცია კომპანია "ჯივიპი" ავრცელებს.
- ქ.რუსთავი. ნ.ნიკოლაძის 7 წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება, სამუშაოების მიმდინარეობისას 8/18/2024 11:00 დან 8/18/2024 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
დ.გარეჯის 6ა. ნ.ნიკოლაძის 3, 5, 7 და რუსთაველის 39",- ნათქვამია განცხადებაში.