რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2024-08-14 19:50:03

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 აგვისტოს 11:00-დან 11:15 საათამდე და 17:45-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მერვე მიკრორაიონში კორპუსების ნაწილს და მე-15 საჯარო სკოლას; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში 8-ე მიკრორაიონის კორპუსების ნაწილს, სუპერმარკეტ გრანდვეჯინსა და შარტავას ქუჩაზე 12/34 ნომერში არსებულ ახალ კორპუსს;

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.