რუსთავში, შარტავას გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი გაზქურაზე მდგომ კერძს გაუჩნდა.
შეინიშნებოდა მცირედი დაკვამლიანება.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოხერხდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური.