AJARATIMES.GE-ის ინფორმაციით, ქობულეთში, ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ერთი ორსულია.
შემთხვევა სოფელ ხუცუბანში მოხდა. დაშავებულები სხვადასხვა ტრავმით ადგილობრივ კლინიკაში მოათავსეს.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.