სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს იმ დროს დაეჯახა, როცა ის ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა.
ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს 62 წლის მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.