სოფელ დიღომში 30 წლამდე კაცი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს სასიკვდილო ჭრილობები თანასოფლელმა დანით საკუთარ სახლთან მიაყენა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.