რუსთავში, სანაპიროს ქუჩაზე, ერთმანეთს "ჰონდას" მარკის ავტომობილი და ველოსიპედისტი შეეჯახნენ.
შეჯახების შედეგად, ველოსიპედისტი დაშავდა, მას დაზიანება თავის არეში აღენიშნებოდა.
ახლაგაზრდა მამაკაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანა.
პაციენტს ექიმებმა შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.