მოსახლეობის ჩართულობით შექმნილი კიდევ ერთი პროექტი რუსთავში

2024-08-06 12:13:42

მოსახლეობის ჩართულობით შექმნილი კიდევ ერთი პროექტი რუსთავში

რუსთავში, მოსახლეობის ჩართულობით შექმნილი კიდევ ერთი პროექტი ხორციელდება. ახალი რეკრეაციული და საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც მე-14 მიკრორაიონის N46, 47 და 48 საცხოვრებელი კორპუსების შიდა ეზოში ეწყობა, რუსთავის მერიის დაფინანსებით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ჩართულობით ხორციელდება.

სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

"მოსახლეობის თხოვნით და მათი უშუალო ჩართულობით, რუსთავში კიდევ ერთი პროექტი ხორციელდება. შიდასაუბნო საზოგადოებრივი სივრცის პროექტი, რომელსაც მე-14 მიკრორაიონში ვაწყობთ, სწორედ მოსახლეობის ჩართულობით შემუშავდა. გადაიჭრა სანიაღვრე ქსელის პრობლემაც, რომელიც ამ უბნის მოსახლეობას, წლების განმავლობაში ჰქონდა. ქალაქის განვითარებისთვის, ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაციის პარალელურად, შიდასაუბნო სივრცეების მოწყობაც მნიშვნელოვანია და მოსახლეობის ჩართულობით,  რუსთავში, პროექტები სწორედ ამ პრინციპით  გვაქვს გადანაწილებული.”- განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

პროექტით, საფეხმავლო ბილიკების, მწვანე სივრცეების, საბავშვო მოედნის, ფანჩატურების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კუთხის, გარე განათების და პარკირების ზონის მოწყობაა გათვალისწინებული.

ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის, ორი სხვადასხვა პროექტი შეიქმნა.

გასულ წელს, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ადგილობრივ მოსახლეობას ორივე პროექტის პრეზენტაცია წარუდგინა და რუსთავის ბიუჯეტიდან, ის პროექტი დაფინანსდა, რომელსაც მოსახლეობამ მიანიჭა უპირატესობა.

სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება.

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.