რუსთავში ღამურამ და ზღარბმა ორი ადამიანი დაკბინეს

2024-08-05 15:23:50

რუსთავში ღამურამ და ზღარბმა ორი ადამიანი დაკბინეს.

დაკბენილებს ცენტრალურ საავადმყოფოში შესაბამისი აცრა ჩაუტარდათ.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულების ანტირაბიული განყოფილების ხელმძღვანელმა ირაკლი ჯანგულაშვილმა განუცხადა.

პაციენტებს აცრები ჩაუტარდათ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.