სოფელ აღთაკლიაში, რუსთავი-გაჩიანის გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა. [ვიდეო/video]
საინფორმაციო სააგენტ “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, თავდაპირველად ერთ-ერთი ავტომობილი ქვეითს შეეჯახა, რის შემდეგაც ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მეორე ავტომობილს, ავტომობილები ერთმანეთთან შეჯახების შემდეგ ხეებს შეეჯახა.
შემთხვევის დროს ადგილზე დაიღუპა ქვეითად მოსიარულე 65 წლის კაცი.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, გზის ამ მონაკვეთზე ხშირია ავარიები, რის გამოც გარდაბნის მუნიციპალუტეტს სიჩქარის შემზღუდავი კონსტრუქციების დამონტაჟება არაერთხელ სთხოვეს, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ ყოფილა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები.