გველის ნაკბენით ტურისტი გარდაიცვალა

2024-07-30 13:40:46

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში, სავარაუდოდ, გველის ნაკბენით, გერმანელი ტურისტი გარდაიცვალა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ქობულეთის მერიაში  განუცხადეს, ტურისტს გველმა უკბინა და ხელზე გველის ნაკბენიც ემჩნეოდა, მამაკაცი ნაკბენიდან ძალიან მოკლე ხანში გარდაიცვალა. მათი თქმით, მამაკაცი იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე ადგილზე დაიღუპა

ადგილობრივების თქმით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.