სპეცოპერაცია ფონიჭალაში

2024-07-25 14:10:05

ფონიჭალაში სპეცოპერაცია ჩატარდა.

როგორც "ინფო რუსთავს" ადგილობრივებმა განუცხადეს, სამართალდამცავებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 50-წლამდე ქალი დააკავეს.

სავარაუდოდ, საქმე ნარკოდანაშაულს ეხება.

ფაქტთან დაკავშირებით "ინფო რუსთავი" კომენტარს შსს-სგან ელოდება.