რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 32 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ უკიდურესად მძიმეა.
ახალგაზრდა, რომელსაც მეგობრობის გამზირზე მოტოციკლეტისტი შეეჯახა, რანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
"კლინიკა რუსთავის" რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელის, გიგა ნერგაძის განცხადებით, პაციენტი ღრმა კომაშია.
"უმძიმესი პაციენტია, კრიტიკულია სიტუაცია, თავის ტვინის მძიმე დაზიანეება მოგეხსენებათ და ღრმა კომაში იმყოფება. ცნობიერება საერთოდ არ არის, არანაირი რეფლექსები არ არის, დღეს მარცხენა ქვემო კიდურის ამპუტაცია ჩაუტარდა. სამწუხაროდ, გამოსავალი კარგი არ ჩანს", - აცხადებს ექიმი.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა მეგობრობის გამზირზე რამდენიმე დღის წინ მოხდა.
მოტოციკლეტისტი ქვიითად მოსიარულე ახალგაზრდა კაცს შეეჯახა.