რუსთავში, მეგობრობის გამზირე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მოტოციკლეტისტი ქვეითად მოსიარულეს დაჯახა.
შემთხვევის დროს დაშავებული მამაკაცები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა კლინიკებში გადაიყვანე.
"კლინიკა რუსთავშია" მოთავსებული 32 წლის კაცი, რომელიც ქვეითად გადაადგილდებოდა. ექიმების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
"პაციენტი შემოვიდა ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილიდან სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობით. აღენიშნებოდა მრავლობითი ტრავმები. ჩატარებული კლინიკო-ლაბორატორიული კვლევებით დაისვა შემდეგი დიაგნოზი. თავის ტვინის მძიმე სისხლჩაქცევა, ღვიძლის დაზიანება და ქვემო კიდურების ღია მოტეხილობა. ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა, დეკომპრესიული ტრეპანაცია, ჰემატომის ევაკუაცია, ღვიძლის გაიკერა და ღია ჭრილობები ტრავმატოლოგების მიერ დამუშავდა. ამ ეტაპზე მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა გვაქვს. არის 3-ქულიანი კომა. თავის ტვინზე არის უმძიმესი ანოქსიური დაზიანება. გამოსავალი ამ ეტაპზე არის არასაიმედო", - აცხადებს გიგა ნერგაძე, კლინიკის რეანიმაციული სამსახურის ხელმძღვანელი.
მკურნალობას თბილისში გადის შემთხვევის შედეგად დაშავებული მოტოციკლეტისტი. არსებული ინფორმაციით მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება.