თბილისში, თერგის ბაზრობის ტერიტორიაზე ერთი ადამიანი დაჭრეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია.
დამატებითი დეტალები უცნობია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.