ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მე-6 სართულიდან ვარდნის შედეგად 2 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა.
თვითმხილველების თქმით, ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.
როგორც სამინისტროში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 116-ე მუხლით დაიწყო.