თბილისში, ე.წ. ზეემკის დასახლებაში ხანძარს 30 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ორსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.
უწყების ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.