რუსთავის მერია განცხადებას ავრცელებს.
სოციალურ ქსელში ვრცელდება მორიგი ცრუ ინფორმაცია, სადაც საუბარია, რუსთავის სატრანსპორტო ბარათის - რუსთავი ქარდის გარკვეულ თანხად შეძენის შემთხვევაში, ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობის შესაძლებლობაზე.
გვინდა გავაფრხილოთ მოსახლეობა, რომ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობისთვის რუსთავი ქარდის მიღება შეგიძლიათ საქართველოს ბანკის ტერმინალებიდან. ტრანსპორტის საფასურზე შეღავათით სარგებლობის წესები არ შეცვლილა და ჩვეულებრივად ისარგებლებს ყველა ის ბენეფიციარი, რომელიც რუსთავის მერიის ამ სერვისით დღემდე სარგებლობდა.