სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ივნისის თვეში რუსთავში 4 ობიექტი დააჯარიმა.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა მიაწოდა.
მისი თქმით, ქალაქში საჯარიმო სანქცია სასურსათო მაღაზიებს დაეკისრა. მირანგულას განმარტებით, 2 ობიექტის დაჯარიმების მიზეზი მომხმარებლისთვის ინფორმაციით მიწოდების დარღვევა გახდა, ერთი ობიექტი მითითების შეუსრულებლობისთვის, ერთიცს კი მიკვლევადობისთვის.
საჯარიმო თანხები 200-დან 1000 ლარამდეა.
საერთო ჯამში, რუსთავში ინსპექტირება 57 ობიექტში ჩატარდა, ქვემო ქართლის მასშტაბით კი 200-ში. რეგიონში ჯარიმა 8 ობიექტს დაეკისრა.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში.
სეს-ი მაღაზიების იდენტიფიცირებისგან თავს იკავებს.