რუსთავის ცენტრალურ ქუჩებზე საავტომობილო საცობია.
ქალაქის შემოსასვლელში ავტობანზე, შარტავას გამზირზე და მე-12 მიკრორაიონში ავტომობილები შეფერხებით გაადადგილდებიან.
მიზეზი კომპანია "სოკარის" აქციაა, რომლის მიხედვითახ 14:00 საათიდან 90 წუთის განმავლობაში მძღოლები საწვავს 2 ლარად ჩაასხავენ.
აღნიშნულის გამო ქალაქში არსებულ "სოკარის" ბენზინგასამართ სადგურებზე ასობით ავტომობილის რიგია.