რუსთაველმა მოკრივემ საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა

2024-06-24 14:59:26

რუსთაველმა სპორტსმენმა ლუკა კვირიკაძემ ბათუმში გამართულ ირაკლი აბაშიძის სახელობის კრივის საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზე.

92 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე 20 წლის მოკრივემ ტურნირის ფინალურ შეხვედრაში ქართველი მეტოქე დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ირაკლი აბაშიძის სახელობის კრივის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობას 21 ქვეყნის 250 სპორტსმენი იღებდა, ტურნირი იმდენად პრესტიჟულია, რომ მას პატარა მსოფლიო ჩემპიონატადაც მოიხსენიებენ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები