რა ბედი ელის რუსთავი-თბილისის დაუსრულებელ ავტობანს?

2024-06-24 14:19:00

რა ბედი ელის რუსთავი-თბილისის დაუსრულებელ ავტობანს? - ეს კითხვა საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ დაუსვამს მთავრობის სხვადასხვა მინისტრისა თუ წარმომადგენლისთვის.

პასუხი ყოველთვის იყო, რომ ავტობანის დაუსრულებელი მონაკვეთის დასრულება იგეგმებოდა. ზოგჯერ სახელდებოდა კონკრეტული თარიღებიც.

2022 წლეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში განაცხადა, რომ ავტობანის მშენებლობა 2023 წლის ბოლოს - 2024 წლის I კვარტალში დასრულდებოდა

თუმცა არათუ დასრულება, სამუშაოების განახლებაც არ დაწყებულა.

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 21 ივნისს გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პროცესები დაიძრა.

ფონდმა ტენდერი გამოაცხადა, რომ იპოვოს კომპანია, რომელიც თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) ს-4 საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მე-2- მონაკვეთის(მარნეულის გადასახვევიდან ფონიჭალამდე) მშენებლობა/მოდერნიზაციისათვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შეადგინოს.

ტენდერის ღირებულება 5 450 000 ლარია. ტენდერიდან ირკვევა, რომე შესაძლოა პროექტის ცვლილებაც მოხდეს.

ამას ადასტურებს BMG-სთან აცხადებს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე გიორგი ციბაძეც.

მისი თქმით, რუსთავი-თბილისის მაგისტრალის მე-2 მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა მიმდინარე წლის მეორე ნახევარში მოხდება.

გიდასტურებთ, რომ პროექტის გაგრძელება იგეგმება. მთავრობის დადგენილება მიღებულია. აქ საუბარია 3.3 კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც რეალურად თბილისი რუსთავის დამაკავშირებელ ავტობანს აკლია. აქ ძირითადად სოციალური პრობლემები იყო, რის გამოც იყო შეჩერებული ეს პროექტი, თუმცა ახალი დადგენილებით და დავალებით ჩვენ ძალიან მალე უკვე ტენდერს რედიზაინზე გამოვაცხადებთ, რითაც დადგინდება იგივე მოცემულობა დაჯდება თუ შეიცვლება. ამის შემდეგ წლის მეორე ნახევარში სამშენებლო ტენდერის გამოცხადებას ვფიქრობთ.

მოსახლეობის პრობლემა სავარაუდოდ მოგვარდება და ამას ის პროექტი გვაჩვენებს, რასაც რედიზაინი მოგვცემს, რომელიც აუცილებლად მოსახლეობასთან იქნება გავლილი”, - ამბობს გიორგი ციბაძე.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები