ახალ რუსთავში წყლის მიწოდება 18 საათით შეიზღუდება

2024-06-13 12:36:00

ახალ რუსთავში წყლის მიწოდება შეიზღუდება.

ინფორმაცია კომპანია “ჯივიპი” ავრცელებს. 

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ქალაქ რუსთავში, გაგარინის ქუჩაზე  წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაციის პირველ ეტაპს ასრულებს და ახალ ქსელზე გადაერთების  სამუშაოებს ჩაატარებს

გაგარინის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია ორ ეტაპად ხორციელდება და პროექტის ფარგლებში ჯამში 1.9 კმ-მდე სიგრძის წყალსადენის ქსელი სრულად ახლდება. პროექტში  ჯივიპი 3.6 მლნ ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს

რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე გაგარინის ქუჩაზე უკვე განახლდა 1.2 კმ-მდე  სიგრძის წყალსადენის ქსელი, დამონტაჟდა 14 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და მოეწყო 8 ერთეული საკვანძო  ჭა

განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები პირველი ეტაპის დასკვნით, გადაერთებით სამუშაოებს ხვალ, 14 ივნისს, 15:00 საათზე დაიწყებენ

ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ,  14 ივნისის დღის 15:00 საათიდან, 15 ივნისის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ქალაქ რუსთავში: მე-11, მე-12, მე-16, მე-17, მე-18 და მე-19 მიკრორაიონებს,  პუშკინის, ერისთავის, ჭონქაძის, ორბელიანის, ღლონტის, ტაბიძის, გოგოლის, ნეკრასოვის,  სამშვილდეს, ტოლსტოის, კახეთის, მცხეთის, ბერიტაშვილის, ჯავახიშვილის, სამგორის, მაზნიაშვილის, ზედგენიძის, ჯავახიშვილის, რჩეულიშვილის, ტერენტი გრანელის, ჩეხოვის, ჩაპაევის, ბარნოვის და გიორგაძის ქუჩებს; ალუბლების, წულუკიძის, ტურგენევის, აღმაშენებლის, ქუჩიშვილის და ბელიაშვილის ქუჩებსა  და გასასვლელებს, სანაპიროს და გუდიაშვილის ქუჩებსა და ჩიხებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

ხვალ, 14 ივნისს,  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ქალაქ რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე  წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციას ასრულებს და ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს

მესხიშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის ფარგლებში 400 მეტრამდე სიგრძის წყალმომარაგების ქსელი სრულად განახლდა, 9 ერთეული ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა და 4 ერთეული საკვანძო  ჭა მოეწყო,  რაშიც  კომპანიამ  240 000 ლარამდე ინვესტიცია განახორციელა.

წყალმომარაგების ქსელის განახლებული მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, ჯივიპის  ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ, 14 ივნისს, 15:00 საათზე დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ

აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 14 ივნისს 15:00 საათიდან 15 ივნისის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:  

ქალაქ რუსთავში: მესხიშვილის ქუჩას და გასასვლელებს, თოდრიას ქუჩას და ჩიხებს, მე-14 მიკრორაიონის, მეგობრობის გამზირის, ლეონიძის, კლდიაშვილის, ლესელიძის ქუჩებისა და ლესელიძის ჩიხის ნაწილს”,- ნათქვამია განცხადებაში.