რუსთავის ერმა საჯარო ფინანსების საერთასორისო ასოციაცის დაფუძნებაში მიიღო მონაწილეობა

2024-06-12 19:25:30

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად, აშშ-ს ქალაქ ორლანდოში,  ამერიკის შეერთებული შტატების და  კანადის სამთავრობო  ფინანსისტთა ასოცოაციის 118-ე კონფერენციაზე, საჯარო ფინანსების საერთასორისო ასოციაცის  დაფუძნებაში მიიღო მონაწილეობა.
დამფუძნებელ საბჭოში, აშშ-ს, კანადის, შვედეთის და მსოფლიოს  სხვა ქვეყნების ფინანსისტთა ასოციაციებთან ერთად, საქართველოს ფინანსისტთა ასოციაციაც ( სათეფა) აირჩიეს.  
კონფერენციას,  გარდაბნის, ბოლნისის, ოზურგეთის მერები და საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

საჯარო სექტორში მომუშავე ფინანსისტებმა, რომლებიც ასოციაციის შეკრებაზე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს წარმოადგენდნენ, პროგრამული ბიუჯეტირების განვითარების და საჯარო ფინანსების შიდა კონტროლის გაუმჯობესების კუთხით არსებული გამოცდილებაც გაუზიარეს ერთმანეთს.

2024 წლის ბოლოს, საჯარო ფინანსების ასოციაციის წევრი ქვეყნების დელეგაციები, მომდევნო შეხვედრას, საქართველოში გამართავენ.

 

ინფორმაციას რუსთავის ერია ავრცელებს