რუსთავში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა

2024-06-03 14:57:07

რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "კიას" მარკის ავტომობილი ქვეითად მოსიარულე შუახნის ქალს დაეჯახა.

დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.

როგორც სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, ხათუნა რევაზიშვილმა განგვიცხადა, პაციენტს წელისა და მენჯის ტრავმები აღენიშნება და მისი მდომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები