რუსთავში შარტავას გამზირზე მოძრავ მიკროავტობუსს, რომელსაც მგზავრები გადაყავდა, ცეცხლი გაუჩნდა.
საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, მიკროავტობუსს ცეცხლი უკანა საბურავზე გაუჩნდა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახეს. მეხანძრეებმა ცეცხლი მალევე ჩააქრეს.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟიც.