2017-12-23 15:34:55
საავტომობილო საცობია რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ მაგისტრალზე, რუსთავიდან დედაქალაქის მიმართულებით. საგზაო მონაკვეთზე გადაადგილება სამშენებლო სამუშაოების გამო არის შეზღუდული. გადაადგილება შეზღუდულია მაგისტრალის პირველ მონაკვეთზე. მგზავრებს და მძღოლებს საავტომობილო საცობში დაახლოებით 20-30 წუთი უწევთ ყოფნა.