რუსთავში დედა-შვილის მკვლელობის ახალი დეტალები [video]

2024-05-22 19:45:08

რუსთავში დუმბაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავმა" ახალი დეტალები გაარკვია. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 21 წლის მარიამ სოფრომაძეს მისი რამდენიმე თვის შვილი დედასთან ერთად სამედიცინო დაწესებულებაში მიჰყავდა, რა დროსაც დუმბაძის ქუჩაზე ავტომობილით ქმარი, გიორგი ფირაშვილი ჩაუსაფრდა.

27 წლის კაცმა ახალგაზრდა მეუღლესა და სიდედრს სანადირო თოფიდან 5 გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან არ მიმალულა, დუმბაძის ქუჩაზე მისულ სამართალდამცავებს დახვდა და ჩაბარდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, კაცმა მეუღლისა და სიდედრის მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე დაგეგმა.

როგორც გიორგი ფირაშვილის მეზობლებმა განგვიცხადეს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში მარიამ სოფრომაძე მეუღლესთან აღარ ცხოვრობდა. მათთვის უცნობია, იყო თუ არა რაიმე კონფლიქტი მეუღლეებს შორის.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით დაიწყო.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები