"უწყლობის პრობლემა გვაქვს"

2024-04-30 18:38:38

რა პრობლემები დგას რუსთავის სასაფლაოებზე? - აღნიშნული შინაარსის ფეისბუქ გამოკითხვა "ინფო რუსთავმა" რამდენიმე დღის წინ ჩაატარა.

მოქალაქეების დიდი ნაწილი გამოკითხვის კომენტარების ველში წერდა, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც აწუხებთ, სასაფლაოებზე წყლის ნაკლებობაა.

"ინფო რუსთავი" საკითხთან დაკავშირებით შპს გემას დირექტორს, ალექსანდრე ქავთარაძეს ესაუბრა. აღნშნული სამსახური რუსთავის სასაფლაოების მოწყობას, მოვლა-პატრონობას და სარიტუალო საქმიანობას ახორციელებს.

ქავთარაძის თქმით, წყლის შეყვანა სასაფლაოზე ფიზიკურად ვერ ხერხდება.

"წყლის შემოყვანა ფიზიკურად ვერ ხერხდება, მაგრამ გვაქვს 40 ტონიანი რეზერვუარები, რომლის შევსებაც ხდება სისტემატიურად. იყო ქალაქის მერისგან ინიციატივა, რომ იქნებ მოძიებულიყო გზები. იყვნენ ჩამოსული თბილისიდან სპეციალისტები და აღინიშნა, რომ ვერ მოხერხდება ჭაბურღილის დადგმა. 4 40 ტონიანი რეზერვუარია განთავსებული ტერიტორიაზე, რომელსაც რუსთავსერვის ცენტრი ავსებს რეგულარულად. გვექნება კონტროლზე აღნიშნული საკითხი", - აცხადებს "გემას" დირექტორი.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები