"ქართულის" საკონკურსო დღეები გალა-კონცერტით დაიხურა

2024-04-26 13:21:19

რუსთავში კონკურს-ფესტივალი "ქართულის" საკონკურსო ნაწილი დასრულდა.

გუშინ, ქალაქის ცენტრალურ პარკში, საკონკურსო დღეები გალა-კონცერტით დაიხურა.

კონკურსის მთავარი პრიზი, გრან-პრი ანსამბლ "თამარიონს" გადაეცა.

გამოვლინდნენ საპრიზო ადგილების მფლობელები და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები:

I ადგილი - "ჯავარი"

II ადგილი - "კეღოშვილები"

III ადგილი - "სალხინო"

საუკეთესო სოლო მოცეკვავე ვაჟი - ლევან დემურაშვილი, "მართვე"

საუკეთესო კოსტიუმირებული ჩვენება - "საუკუნე"

საუკეთესო სოლო მოცეკვავე გოგონა - ნია თურქაძე, "მწვერვალი"

საუკეთესო საშემსრულებლო ოსტატობა - "საჯეირნო"

საუკეთესო მუსიკალური აკომპანიმენტი - "იკორთა"

საუკეთესო ქორეოგრაფიული ნიმუში - "ნატო", ცეკვა რაჭული

რუსთავის მერიისგან 1 000 ლარიანი პრიზი მიიღო კონკურსში მონაწილე ყველა ანსამბლმა.

დეტალური ინფორმაციისთვის ნახეთ ვიდეო.



ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები