რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე ერთი ადამიანი დააკავეს.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით დაკავება, ნარკოდანაშაულის გამო მოხდა.
ერთი პირის დაკავება შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაგვიდასტურეს.
უწყებაში განგვიცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება ნიშნავს.