რუსთავში, ლომოურის N9-ში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.
როგორც "ინფო რუსთავს" ერთ-ერთმა ადგილობრივმა, უჩა ნოზაძემ განუცხადა, დაზიანებულია წყლის მილი, რის გამოც წყალი მიწის ზედაპირზე ამოდის და ეზო იტბორება.
"რეკონსტრუქცია მოხდა მილების, დააგეს ასფალტიც. იმ დღის მერე ზედაპირზე ამოდის წყალი. იტბორება ეზო და ცენტრალურ გზაზე გადადის. პირადად მე ერთი კვირაა ვურეკავ წყლის კომპანიას და თითქოს ყოველდღე ეს ინფორმაცია მათთვის უცნობია და მეუბნებიან, რომ მოვინიშნავთ, გავაკეთებთ. რეაგირება არაა",- განგვიცხადა უჩა ნოზაძემ.
"ინფო რუსთავი" კომენტარისთვის კომპანია GWP-ის დაუკავშირდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულები არიან.
"დაზიანებაა ქსელზე, აღდგენითი სამუშაოები დაიგეგმება. ადგილზეა ჯგუფი გასული, მოიკვლევენ რა ტიპის დაზიანებაა და წყალმომარაგების შეზღუდვაც მოგვიწევს, ამიტომ სამუშაოები გეგმურად ჩატარდება. მოსახლეობას წინასწარ გავაფრთხილებთ. ხვალისთვის და ან ზეგისთვის უკვე მოწესრიგდება",- აცხადებენ წყლის კომპანიაში.