რუსთავის საფეხბურთო გუნდი "ოლიმპი" მშვიდობის თასის გამარჯვებული გახდა

2024-03-27 20:13:04

რუსთავის 2015 წლამდელების საფეხბურთო გუნდი "ოლიმპი" მშვიდობის თასის გამარჯვებულია.

ტურნირი თბილისში ჩატარდა და მასში მონაწილეობა ქვეყნის მასშტაბით 25-მდე გუნდა მიიღო.

ფინალურ შეხვედრაში გიგი კინწურაშვილისა და ლევან ჯინჭარაძის გაწვრთნილი ფეხბურთელები თბილისის "ამერს" შეხვდნენ.

რუსთაველებმა მეტოქე ანგარიშით 4:3 დაამარცხეს და გამარჯვება მოიპოვეს.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი, MVP, სწორედ რუსთაველი გაბრიელ ჯანჯღავა გახდა, საუკეთესო მეკარის ტიტულიც ასევე რუსთაველმა არჩილ ზურაბაშვილმა მოიპოვა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები