იცოდი? - როდის აშენდა რუსთავის ავტოდრომი და ჩატარდა პირველი ავტორბოლა

2024-03-09 15:06:40

იცოდი? - როდის აშენდა რუსთავის ავტოდრომი და ჩატარდა პირველი ავტორბოლა.

რუსთავის ავტოდრომი, რომელიც საბჭოთა კავშირის საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების სამინისტრომ ააშენა, ოფიციალურად 1978 წელს გაიხსნა.

ეს იყო საბჭოთა კავშირში აშენებული ბოლო ავტოდრომი. მიუხედავად ოფიციალური გახსნისა, კომპლექსში სამშენებლო პროცესები ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული.

იმ დროისთვის ავტოდრომი მოიცავდა: წრიული ტრასას მანქანებისა და მოტოციკლების რბოლისთვის, მისასვლელ გზები, სარბოლო აღჭურვილობის მოსამზადებელი პუნქტებს, მოტოციკლეტის ტრასას მოტობოლის მოედნით, ბავშვთა და ახალგაზრდული სპორტული და ტექნიკური სკოლის შენობებს.


კომპლექსში ასევე შედიოდა მოტოკროსის გზას, რომელიც იაღლუჯის ფერდობზე გადიოდა. ამ გზაზე ავტოდრომის აშენებამდე ბევრი წლით ადრე ეწყობოდა სპორტული შეჯიბრებები.

პირველი ავტორბოლა სსრკ-ს ჩემპიონატი 1979 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდა. ამ ჩემპიონატს 1989 წლამდე რუსთავმა 11-ჯერ უმასპინძლა.

1979 წელს პირველად ჩატარებულ ჩემპიონატში  გამარჯვებულები იყვნენ: გურამ დგებუაძე (ფორმულა 3), ალექსანდრე მედვეჩენკო (ფორმულა ვოსტოკი) და ბოგდან ხიციაკი (IV კლასი).

უკვე მოგვიანებით ამ ტერიტორიაზე აშენდა სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეთათვის განკუთვნილი სასტუმროც. 

ავტოდრომი სიგრძეში 4040 მ. იყო. ამასთან სასტარტო-საფინიშო ზონა შეადგენდა 18 მ. სიგანეში, 14 მ. - მოსახვევებში და 12 მ. - სწორ გზაზე. კომპლექსის შემადგენლობაში შედიოდა კარტოდრომი, ტრასა ავტოკროსისათვის, მოტოტრეკი მოტობოლური ველით,  500-800 ადამიანზე გათვლილი ღია ტრიბუნა.

1989 წლის შემდეგ 2009 წლამდე ავტოდრომი უფუნქციო იყო. საბჭოთა კავშირის დროს უკმაყოფილებას იწვევდა აქ ჩატარებული ღონისძიებების ხარისხი, ასევე ინფრასტრუქტურა, რომელიც საჭირო იყო ჩემპიონატებში მონაწილე სტუმრების მისაღებად, პრობლემას წარმოადგენდა თავად გზის საფარის ხარისხიც.

2009 წელს ავტოდრომი კერძო ინვესტორმა შეიძინა.

განახლებულ ავტოდრომზე, რომელიც ახლა ახლა რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის სახელითაა ცნობილი პირველი რბოლა 2012 წელს ჩატარდა და მას შემდეგ არაერთ საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს.