წყალმომარაგების აღდგენის დრომ კიდევ გადაიწია.
როგორც "ინფო რუსთავს" კომპანია GWP-ში განუცხადეს, წყალი მოქალაქეებს ხვალ, 12:00 საათზე აღუდგებათ.
მათივე ინფორმაციით, წყალმომარაგების მიწოდების დროის კიდევ ერთხელ შეცვლა, ცურტაველის ქუჩის მიმდებარედ არსებულ მაგისტრალურ ქსელზე ორმა ახალმა დაზიანებამ გამოიწვია.