რუსთავის შიდასაქალაქო ავტობუსების რამდენიმე მარშრუტზე დროის ინტერვალი შემცირდა.
ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის ავრცელებს.
"გაცნობებთ,რომ 2024 წლის 12 თებერვლიდან,რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში შიდასაქალაქო ხაზზე N2,N5 და N6 მარშრუტებს დაემატა თითო ერთეული ახალი ავტობუსი ,შესაბამისად დროის ინტერვალი შემცირდა:
N2 ავტობუსი იმოძრავებს 14 წუთიანი ინტერვალით
N5 და N6 ავტობუსები კი ნაცვლად 30 წუთიანი დროის ინტერვალისა იმოძრავებენ 23 წუთიანი შუალედებით.
გისურვებთ უსაფრთხო მგზავრობას",- ნათქვამია განცხადებაში.