ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსთავში მრავალსართულიან კორპუსებში ლიფტებით სარგებლობა უფასოა.
2022 წლის პირველი იანვრიდან ლიფტების მოვლა-პატრონობის/რეაბილიტაციის პროგრამა ამოქმედდა, რომლის მიზანიც ქალაქში არსებული ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლებას ითვალისწინებს.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაინტერესდა ამ დროის განმავლობაში რამდენი ლიფტის სრულად გამოცვლა ან რეაბილიტაცია მოხერხდა.
როგორც ა(ა)იპ “რუსთავის კორპუსში” განგვიცხადეს, ამ დროის მონაცემებით ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით 250 ლიფტის შეცვლა ან რეაბილიტაცია მოხდა.
ყველა ლიფტი გამოიცვალა, დაახლოებით 100-მდე, მეგობრობის გამზირზე, ახალი ლიფტები დამონტაჟდა მე-6 მიკრორაიონის საერთო საცხოვრებელში, ლიფტების რეაბილიტაცია ან სრულად გამოცვლა ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა მისამართზე მოხდა.