რამდენი მგზავრი გადაიყვანა რუსთავის ავტობუსებმა 2021, 2022 და 2023 წელს

2024-02-04 14:51:46

3 წელი გახდა, რაც რუსთაველ მგზავრებს ევრო 5 სტანდარტის მუნიციპალური ავტობუსები ემსახურება.

ყველანაირი სტატისტიკისა და დათვლის გარეშეც თვალსაჩინოა, რომ წლიდან წლამდე მწვანე ავტობუსები რუსთაველებისთვის უფრო და უფრო პოპულარული საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხდება.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაინტერესდა რამდენი მგზავრი გადაიყვანა ამ სამი წლის განმავლობაში მუნიციპალურმა ავტობუსებმა.

რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად:

2021 წელს მუნიციპალურმა ავტობუსებმა 1 957 775 მგზავრი გადაიყვანეს.

2022 წელს მგზავრთა ნაკადის თითქმის გასამმაგებულ რაოდენობას მოემსახურა - 5 566 710. 2022 წელს ავტობუსებზე მოთხოვნის ზრდის ერთ-ერთ ფაქტორად შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ შიდასაქალაქო მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასურის 50 თეთრიდან 80 თეთრამდე ზრდა გახდა.

2023 წელს კიდევ უფრო იმატა მგზავრთა ნაკადმა - 6 926 809

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები