იტალიაში, ქალაქ პიზაში, 25 წლის ტუნისელი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე ძებნილი კიდევ ოთხი ადამიანი დააკავეს, მათგან ერთი საქართველოს მოქალაქეა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გამომძიებლები თვლიან, რომ მათ დაადგინეს ყველა პირი, ვინც 5 იანვარს მომხდარ ჩხუბში იყო ჩართული, თუმცა მიაჩნიათ, რომ მკვლელობაზე პასუხისმგებელი მხოლოდ მკვლელობიდან 24 საათში დაკავებული ქართველია.
პიზის პროკურატურის მოთხოვნით, დაკავებული ტუნისელები წინასწარი დაკავების იზოლატორში, ქართველი კი - შინაპატიმრობაში იმყოფება.
შეგახსენებთ, იტალიის ქალაქ პიზაში ტუნისელი ახალგაზარდის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს 32 წლის მოქალაქე რამდენიმე კვირის წინ დააკავეს და სამართალდამცავები, აღნიშნული მკვლელობის საქმეზე, საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს ეძებდნენ.