საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დადასტურდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ბაქოში ავეჯის სახელოსნოში მომხდარი აფეთქების დროს საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.
შემთხვევა აზერბაიჯანის დედაქალაქში გუშინ, 15 იანვარს მოხდა.
ბაქოში ახუნდოვის ქუჩაზე ავეჯის სახელოსნოში აფეთქება მოხდა, რასაც 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 24 ადამიანი კი დაშავდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა და ბაქოში საქართველოს საელჩო გარდაცვლილი ოჯახის წევრებთან ხაზზეა.
მომხდართან დაკავშირებით აზერბაიჯანში სისხლის სამართლის გამოძიება ორი მუხლით [ უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია ორი და მეტი ადამიანის სიკვდილი და დაუდევრობა] არის დაწყებული.