მე-14 მ/რ-ში ორი კორპუსი დაიტბორა

2017-12-01 19:39:43

წყალსადენის ქსელის დაზიანებისას მე-14 მ/რ ის N 48 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა. ადგილობრივების თქმით, მომხდარის მიზეზი კერძო ობიექტისთვის სასმელი წყლის გაყვანის დროს მილის დაზიანება გახდა. "ინფო რუსთავს" დახმარებისთვის და ინფორმაციის გავრცელების მიზნით კორპუსის მოსახლეობამ მიმართა. პრობლემის პირდაპირ ეთერში გაშუქების შემდეგ ადგილზე ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი და თვითმმართველობის წარმომადგენლები მივიდნენ.

დაზიანებული მილიდან წყალი მაღალი წნევით მოდიოდა რაც მოსახლეობის სარდაფების დატბორვის მიზეზი გახდა. ადგილზე კომპანია "რუსთავის წყალის" თანამშრომლები მუშაობდნენ და ცდილობდნენ რომ ავარიის ლიკვიდაცია დროულად მომხდარიყო.