თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე დაჭრილი 23 წლის პოლიციელის, გიგი ოთიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის კლინიკა "ჰელსიკორშია" მოთავსებული.
როგორც ქირურგმა გაგა ჭეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, პოლიციელს ქირურგიული დახმარება წუხელ ჩაუტარდა.
"პაციენტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა, ჭრილობა შემავალი იყო მარჯვენა ბარძაყის ზედა მესამედში, ოპერაცია წარმატებით ჩატარდა, პაციენტი საპალატე სივრცეში იმყოფება, მალე გაეწერება", - განაცხადა ჭეიშვილმა.
რაც შეეხება კიდევ ერთ დაჭრილს, 38 წლის თეიმურაზ ანჯაფარიძეს, ის ალადაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.