შეღავათები პირადობის მოწმობის აღებაზე

2023-12-04 12:36:16

საქართველოში პირადობის  ელექტრონული მოწმობის დამზადება 10 სამუშაო დღის ვადაში 60 ლარი ღის. 

თუმცა არიან ჯგუფები, რომლებიც შეღავათებით სარგებლობენ.

პირადობის  ელექტრონული მოწმობის საფასურის გადახდისას შეღავათით სარგებლობენ  ან  საფასურის  გადახდისაგან სრულად თავისუფლდებიან:

სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 001–ს ;
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები - სრულად;
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები ;
პირები, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭათ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ;
ასევე:

სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და რომელთა სტატუსის გადამოწმება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ბაზის მეშვეობით, პირადობის ელექტრონული მოწმობის აღნიშნული სტატუსით პირველად აღების შემთხვევაში თავისუფლდებიან განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდისაგან – 10 ლარით, ხელმეორედ 6 ლარით, ხოლო ფოტოსურათის საფასურის გადახდისაგან - სრულად;
სტუდენტები, სტუდენტური მონაცემით პირადობის ელექტრონული მოწმობის განმეორებით მიღების დროს - 10% - ით.

პირები, რომლებზეც შესაძლებელია გაიცეს პირადობის მოწმობა მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსით დაწესებული მომსახურების საფასურისგან გათავისუფლდებიან 50%.