აბაშის ბაზარში ყველის გასაყიდად საკუთარი მიკროავტობუსით მიმავალ ცოლ-ქმარს გზად შეიარაღებული პირები დახვდნენ.
ნიღბიანები ტრანსპორტში ავიდნენ და შუახნის მგზავრებს ტელეფონი და 100 ლარამდე თანხა წაართვეს. ამის შემდეგ, იარაღის მუქარით თავი ტყეში შეაყვანინეს და მიკროავტობუსში გაკოჭილები დატოვეს.
მოგვიანებით, კაცმა მიკროავტობუსიდან გადმოსვლა და გზაზე დახმარების სათხოვნელად გასვლა შეძლო.
მომხდარზე საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.