საქართველოში ბიომეტრიული პასპორტის დამზადება 150 ლარი ღირს, თუმცა არიან ჯგუფები, რომლებიც შეღავათებით სარგებლობენ.
როგორც იუსტიციის სახლის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, პასპორტის გაცემისას შეღავათით სარგებლობენ შემდეგი კატეგორიის პირები:
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები - მომსახურეობის საფასურის 50%_იანი შეღავათით ;
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები - მომსახურეობის საფასურის 50%_იანი შეღავათით;
მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები - მომსახურეობის საფასურის 50%_იანი შეღავათით ;
18 წლამდე პირები - მომსახურეობის საფასურის 50%_იანი შეღავათით;
სრულწლოვანი პირი, რომელიც არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი და რომელიც ფლობს პირადობის ელექტრონულ მოწმობას სტატუსით " სტუდენტი" თავისუფლდება ბიომებტრიული პასპორტისათვის გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან 5% ით.